ველისციხის საჯარო სკოლის საბაზო და დაწყებით საფეხურზე მრავალფეროვანი გაკვეთილები ჩატარდა
27-02-2018
„ გაკვეთილის  ბოლოს  რატომ  აქვს  პედაგოს  ღიმილიანი  სახე?  ამ  კითხვაზე  მხოლოდ  ერთი  პასუხი  არსბობს,  იმიტომ  რომ  ის  კმაყოფილია  მის  მიერ  ჩატარებული  გაკვეთილის  შედეგით.  როგორც  მასწავლებელი  ვამბობთ  ხოლმე  მოსწავლეებმა  ძალიან  გაგვახარეს.  რა  იგულისხმება  ჩვენს  სიხარულში?  ის  რომ  მოსწავლემ  ჩვენს  მიერ  ახსნილი  გაკვეთილი  გამოიყენა  პრაქტიკაში  სხვადსხვა  სავარჯიშოს  შესრულების  დროს,  მიაღწია  წარმატებას. 

2018  წლის  26  თებერვალს  სსსიპ.  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში,  შიდა  შეფასების  ჯგუფისთვის  ორი  ერთმანეთზე  უკეთესი  სტანდარტული  გაკვეთილი  ჩაატარეს  საბაზო  საფეხურზე  IX  ბ  კლასში, ბიოლოგიის  უფროსმა  პედაგოგმა  ეთერი  ესიტაშვილმა  და  დაწყებით  საფეხურზე  V ა  კლასში  მატემატიკის  უფროსმა  პედაგოგმა,  თამრიკო  მენაბდიშვილმა.  ორივე  გაკვეთილი  გამოირჩეოდა  მოსწავლეთა  აქტიურობით,  დატვირთული  იყო  მრავალფეროვანი  რესურსებით, სახალისო  აქტივობებით და  სწავლების ინტერაქტიული  მეთოდებით.  

მასწავლებლები  გაკვეთილის  ბოლოს  აშკარად  გამოთქვამდნენ  კმაყოფილებას,  რადგან  მოსწავლეთა  აბსოლიტურმა  უმრავლესობამ  სრულად  შესძლო  და  დასძლია  ახლად  ახსნილი  მასალის  შესაბამისი  ამოცანები  და  სავარჯიშოები.  ჩვენს  სკოლაში  კიდევ  უამრავი  გაკვეთილი  და  აქტივობა  იგეგმება,  რაც მოსწავლეთა  აკადემიურ  მიღწევებზე  დადებითად  აისახება.“ 

ავტორი:  სსიპ.  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის სამოქალაქო  განათლების  უფროსი  პედაგოგი  -  ფასილიტატორი ნანა  ნიკოლაშვილი​ 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203