განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით უნივერსიტეტებს უფლება მიეცემათ შიდა სამაგისტრო გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატარონ.
აღნიშნული ცვლილება განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ წარმოადგინა.
„ამ ცვლილების საფუძველზე ჩვენ უნივერსიტეტებს მივცემთ უფლებას, მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაატარონ შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები. აქამდე არსებული ჩანაწერით, საერთო სამაგისტრო გამოცდის შემდეგ ტარდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა და ეს შეიცვლება”, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.
ცვლილება შეეხება აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებში მოპოვებული შედეგების გამოყენებას. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აიღონ სამაგისტრო გამოცდებში მიღებული შედეგების სერთიფიკატი და გამოიყენონ გრძელვადიან პერიოდში.
ცნობისთვის, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველს ორი ეტაპის გავლა უწევს - ჯერ მან საერთო სამაგისტრო გამოცდები უნდა ჩააბაროს, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.