ციხისძირის საჯარო სკოლაში ჩატარებული ინგლისური გაკვეთილი გლობალურ დათბობას დაეთმო
27-02-2018
სამოდელო გაკვეთილი გამჭოლ კომპეტენციების განვითარებაზე - ციხისძირის საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. თემაზე გაკვეთილის ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ კასრაძემ განახორციელა. 

მე-11 კლასში ჩატარებული გაკვეთილი კონკრეტულად ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებას უწყობს ხელს და მისი თემა გლობალური დათბობა იყო. 

> გამჭოლი კომპეტენციის განვითარებისათვის გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლემ უნდა შეძლოს გლობალური დათბობის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გაგება; გაანალიზოს რას ნიშნავს სათბურის ეფექტი და რა შედეგები მოყვება მას; დაისახოს პირადი მიზნები, რაც გლობალური დათბობის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

აღნიშნულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააანალიზეს ადამიანის მოქმედების უარყოფითი შედეგები გარემოზე და დასახეს შესახლო გადაჭრის გზები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203