ძალადობის პრევენციის თემაზე თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო კახეთის რეგიონში გამარჯვებულად გამოცხადდა
27-02-2018
თეთრიწყლების საჯარო სკოლა ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ კამპანიას ახორციელებს. „არა ძალადობას“ ამ დევიზით საქართველოს პროკურატურა წარმატებით ახორციელებს პროექტს „საზოგადოებრივი პროკურატურა“ და სკოლა მასში აქტიურადაა ჩართული. პროექტის მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, სპორტული და კულტურული ღონისძიება ტარდება.  მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,არა ძალადობას’’. ამ თემაზე მათ შექმნეს ვიდეორგოლი, რომელიც კახეთის რეგიონში გამარჯვებულად გამოცხადდა. 
 
პროექტის შემდეგ ეტაპს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უმასპინძლა, სადაც თეთრიწყლების სკოლის მოსწავლეების ნამუშევარი საქართველოს რეგიონებიდან წარმოდგენილ 20 საუკეთესო ვიდეორგოლს შორის მოხვდა. პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის თელავის პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203