ციხისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონი გრძელდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონი გრძელდება. თამაშები ყოველ ორშაბათს იმართება და თითო თამაშზე მოსწავლეთა გუნდებს უწევთ უპასუხონ 15 შეკითხვას.
ინტელექტ კლუბის კურატორის თამარ კასრაძის განცხადებით, შეკითხვების ნახევარი დაკომპლექტებულია წინასწარ დაანონსებური თემიდან შესული საკითხებით.
"უკვე გვქონდა ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის ტურები. დღევანდელი თამაშის თემა კი ლეონარდო დავინჩი იყო. ამგვარად მოსწავლეებს ვაძლევთ მოტივაციას გაეცნონ მნიშვნელოვან ფაქტებს, პიროვნებებს და აღმოჩენებს, გაიღრმაონ ცოდნა ხელოვნების, მეცნიერების და სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროზე, რასაც შეიძლება ნაკლებ ყურადღებას აქცევენ."- განაცხადა თამარ კასრაძემ.
იხილეთ ფოტოები