ჯვარის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი, ''ანბანის გაცნობა'', ჩაატარეს.
გაკვეთილი, პირველი ,,ა“ და პირველი ,,ბ“ კლასის მასწავლებლებმა, თინათინ მიქავამ და ნანა მეგრელიძემ ჩაატარეს.
შეიქმნა საზეიმო განწყობა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო მოსწავლეებისათვის.
ნატვრის, ოცნებების, ახდენის დღე, რომელიც დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შესწავლილი ლექსების წაკითხვაში. მოკლედ ისაუბრეს დედაენის ავტორზე იაკობ გოგებაშვილზე. გაიხსენეს მისი სხვა საბავშვო მოთხრობები, ლექსები ,,დედაენაზე“, ქართულ ანბანზე.
განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა ,,ი“ და ,,ა“ ბგერებზე დაწყებული სიტყვების მოფიქრებაზე.
ბავშვებმა ბუკების დახმარებით პროგრამაში ,,კამა-ბუკი“ მოიძიეს გაცნობილი ასო-ბგერები და მოისმინეს სიმღერები ქართულ ანბანზე. ასევე, წყვილებში გააფერადეს ნახატი ,,ია“ ყვავილი.