ზესტაფონის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა
ზესტაფონის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა. კვირეული მოეწყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ქათული ენისა და ლიტერატურის და ესთეტიკური კათედრის კოორდინირებული მუშაობით,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ სკოლის ბიბლიოთეკასთნ ერთად ლიტერატურული კომპოზიციით აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და შეაჯამა კვირეული. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს მარო მაყაშვილი, ვიდეო რესურსის საშუალებით იხილეს კადრები წარსულიდან, ბოლოს კი ფეხზე ადგომით შეასრულეს საქართველოს თავისუფლების ჰიმნი.
იხილეთ ფოტოები