სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამაზე მუშაობა მუხრანის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს
27-02-2018
მუხრანის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროგრამაზე სახელწოდებით - "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა" (SCOPE). 

აღნიშნული პროგრამის მიზანია: მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენცია და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. SKOPE  -ის კომპონენტებია - საგაკვეთილო კურსი "სამართლებრივი კულტურა"; საგამოძიებო საქმიანობა და საბუნებისმეტყველო დარგები (STEM); მცირე გრანტი საკლასო/სასკოლო ინიციატივისათვის და საზაფხულო ბანაკი პოლიციის აკადემიაში.   

საგაკვეთილო კურსს - "სამართლებრივი კულტურა" უძღვებიან: სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დოლიშვილი და სამართალდამცავი შსს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მარინა კიკალიშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203