1 მარტიდან პისიარ ტესტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, გამონაკლისია მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში უპასუხეს, რომ პჯრ მეთოდით მასწავლებლების ტესტირება კვლავ გაგრძელდებოდა, პრემიერ-მინისტრმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება 1 მარტიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულები ყოველ 7 დღეში ერთხელ დაიტესტებიან სწრაფი ანტიგენ-ტესტით.
ეს ინფორმაცია Etaloni.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც დაუდასტურეს. ასე რომ, მასწავლებლებს პისიარ ტესტი ამიერიდან გეგმურად აღარ ჩაუტარდებათ, მათ მხოლოდ სწრაფი ტესტით შეამოწმებენ.