რომელი სპეცმასწავლებლები შეძლებენ წელს გამოცდაზე გასვლას
13-03-2022
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები წელს აღარ ჩატარდება, არადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათლად იყო აღნიშნული რომ გამოცდა წელს უნდა ჩატარებულიყო.

„სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში“ აღნიშნული იყო, რომ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2022 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით კანონში უკვე შევიდა შესაბამისი ცვლილებები, სადაც ჩაწერილია, რომ რომ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა  ცენტრმა არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა უნდა ჩაატაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისტემაში მყოფი უფროსი სპეცმასწავლებლები სტატუსის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლას წელს ვერ შეძლებენ. პროფესიული განვითარებისთვის მათ კიდევ ერთი წელი უნდა მოიცადონ.

გამოცდა რომ არ ჩატარდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ etaloni.ge-ს ბრძანების გამოქვეყნებამდე განუცხადა: „წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარება იგეგმება, თუმცა წელს არა", თუმცა გამოცდის არ ჩატარების მიზეზები არ განუმარტავს. 

შეგახსენებთ, რომ უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გასულ წელს პირველად ჩატარდა. 

იხილეთ, 2022 წლის სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა (პროფესიული უნარები)

მასწავლებლის კარიერული წინსვლის სექმაში ცვლილებები შევიდა -  მთავრობის დადგენილება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203