პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე ,,Tinkercad-ში მუშაობის შესწავლა“, - აღნიშნული ინფორმაცია მასწავლებლის სახლმა გაავრცელა, თუმცა etaloni.ge დაინტერესდა, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლიც პანდემიის გამო უკვე დაახლოებით 2 წელია შეჩერებულია, ხომ არ განახლდა?
აღნიშნული კითხვით ოფიციალურ უწყებას მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ახლაც შეჩერებულია, თუმცა პედაგოგებს, მის ფარგლებში, ვებინარებში ჩართვის საშუალება აქვთ; დეტალური ინფორმაციები კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება.