ეროვნულ გამოცდებზე 39-დან 42 ათასამდე აბიტურიენტს ელიან - გორგოძის განმარტება
02-03-2022
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებს გამოცდაზე გასასვლელად განაცხადის გაკეთება ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ გვერდიდან შეეძლებათ. რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტებმა პირველ რიგში თანხა უნდა გადაიხადონ. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლაით ბმულზე გაეცნოთ.  

გაიზრდება თუ არა წელს აბიტურიენტების რაოდენობა და როგორია ცენტრის ხელმძღვანელის მოლოდინი - აღნიშნულთან დაკავშირებით etaloni.ge-ს სოფიო გორგოძე ესაუბრა: „დაახლოებით 37 ათასიდან 41-42 ათასამდე აბიტურიენტი რეგისტრირდება ხოლმე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვადასხვა წლებში, შესაბამისად, ამ ფარგლებში ველოდებით წელსაც“. 

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად მაღალი იქნება კონკურსი, აღნიშნული მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც ცნობილი გახდება როგორც აბიტურიენტების, ისე უნივერისტეტების მიერ გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა.

ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა საბოლოოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 აპრილის შემდგომ გახდება ცნობილი.

იხილეთ: დეტალური ინსტრუქცია ეროვნულ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად

2022 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ლი მარტიდან დაიწყება - დეტალები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203