მოსწავლეები დღეს ტესტს 3 საგანში ჩააბარებენ - დეტალები 
03-03-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დღეს, 3 მარტს დაიწყო ტესტირებით შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის.

ოლიმპიადის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდებოდა. 
 
ტესტირება  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით. 
 
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203