სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, დედოფლისწყაროს რაიონულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს
27-02-2018
სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, დედოფლისწყაროს რაიონულშეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს.

სულ მონაწილეობა მიიღო 5 საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვება მოიპოვა სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდმა და I ადგილთან ერთად კახეთის რეგიონალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებაც გადაეცა.

2018 წლის 24 თებერვალს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სპორტ-დარბაზში ჩატარდა კახეთის რეგიონალური შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. მონაწილეობა მიიღო სულ 7 რაიონის გუნდმა. შეჯიბრი იყო ორგანიზებული მაღალ დონეზე. კახეთის რეგიონალურ შეჯიბრებაში სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა II ადგილი. რაიონის გამგეობამ როგორც I ადგილზე, ასევე II ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვა თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

სკოლა მადლობას უხდის რაიონის გამგეობას, დარბაზის დირექტორს და ყველა თანამშრომელს, რომელთაც გულთან ახლოს მიიტანეს და დააფასეს სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდის წარმატება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203