შუხუთის საჯარო სკოლის VII კლასში, ისტორიაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
28-02-2018
შუხუთის საჯარო სკოლის VII კლასში, ისტორიაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. პედაგოგი ნინო მემარნე.

გაკვეთილის თემა იყო: "კათოლიკური ეკლესია და ებრაელები შუა საუკუნეების ევროპასა და საქართველოში"და მას შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. სტანდარტის, გაკვეთილის და აქტივობების მიზანი, შინაარსობრივად აბსოლიტურად შეესაბამებოდა ერთმანეთს.

მასწავლებელმა, გამოწვევის ფაზაზე, ეფექტური სტრატეგიის გამოყენებით, მოახდინა შესწავლილი მასალის გამყარება. ამის შემდეგ, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით, მრავალფეროვანი აქტივობებით საინტერესოდ წარმართა გაკვეთილი.მიზნობრივად გამოიყენა სხვადასხვა თვალსაჩინოებები,მათ შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.

მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მსჯელობის და თავისუფალი აზროვნების უნარით. მასწავლებელმა რეფლექსიის ფაზაზე მოახდინა შეფასება, წინასწარ წარმოდგენილი რუბრიკებით. 

შეფასების ჯგუფის თქმით, ჩატარებული გაკვეთილი სრულად აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203