საქართველოს დროშები და ცოცხალი ჯაჭვი - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით - ასე დაასათაურეს ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ღონისძიება, სადაც ყველამ ერთად პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, ღია ცის ქვეშ მოსწავლეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და საქართველოს რუკის ფორმა შემოხაზეს. ქართული დროშით ხელში მათ ქართული ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთელ გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული ფურცლები საქართველოს ისტორიიდან.
იხილეთ ფოტოები