„წელს აბიტურიენტებს ვურჩევ...“ - სოფიო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე
05-03-2022
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მიმართავს და ურჩევს, სასურველი უმაღლესი სასწავლებლების რაც შეიძლება ვრცელი სია შეადგინონ, რათა მეტი შანსი ჰქონდეთ უნივერსიტეტში მოხვედრის:
„რეგისტრაციისას აბიტურიენტები აკეთებენ უნივერსიტეტების ჩამონათვალს და ისინი ამ ჩამონათვალში შეზღუდულები არ არიან; ვურჩევთ, რაც შეიძლება ვრცელი სია შეადგინონ, რათა მათი შანსები მაქსიმალურად გაიზარდოს, მოგვიანებით კი შეეძლებათ პროგრამების შეცვლა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კონკურსი.
რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ფორმატში არის მცირედი ცვლილება და აბიტურიენტებს ვთხოვთ, გაეცნონ... ასევე, გაფართოვდა მესამე გამოცდის საგნების ნუსხა“.