შეუძლიათ თუ არა საჯარო სკოლებს, არადადეგები 7 მარტს დაიწყონ? - განათლების სამინისტროს განმარტება
საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებისთვის სამშაბათს, 8 მარტს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება. თუმცა მშობლებსა და მოსწავლეებში არაერთგვაროვანი განწყობაა და ფიქრობენ, დირექტორებს თხოვნით მიმართონ, რათა 7 მარტს ბავშვები სკოლებში აღარ მივიდნენ. საკითხავია, აქვს თუ არა დირექციას უფლებამოსილება, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არდადეგები 8-ის ნაცვლად, 7 მარტიდან დაიწყოს. აღნიშნული კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ და როგორც უწყების ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, საჯარო სკოლებს, კერძო სკოლებისგან განსხვავებით არ აქვთ უფლება, ინდივიდუალური სურვილის საფუძველზე მიიღონ სასწავლო დღის დასვენების დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება. შესაბამისად, საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებისთვის 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები კი სკოლებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან.
იხილეთ:
2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია