მასწავლებლებისა და ზოგადად სკოლის პერსონალის კოვიდტესტირების გრაფიკში, პრემიერის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა - PCR ტესტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და ამიტომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულები სწრაფ ტესტს კვირაში ერთხელ ჩააბარებენ.
თუმცა, ღარიბაშვილის იმავე ბრძანებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც სკოლის პერსონალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს - ტესტის ჩასაბარებლად, მათ აუცილებლად უნდა წარადგინონ ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელსაც გასცემს დირექცია:
„აღნიშნულმა პირებმა ტესტირების მიმწოდებელ დაწესებულებას უნდა წარუდგინონ შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი/საბუთი ან დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა (დასაშვებია ელექტრონული ფორმითაც)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
იხილეთ ასევე:
PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს - განათლების სამინისტრო
მასწავლებლებისთვის პისიარ-ტესტები ფასიანი გახდა - პრემიერის ბრძანება ძალაშია