ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების გამოფენას დაესწრნენ
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის XII კლასის მოსწავლეები მე-8 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენას დაესწრნენ.
გამოფენა 23 თებერვალს საგამოფენო ცენტრში “ექსპო-ჯორჯია“ გაიმართა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლების, საბაკალავრო, პროფესიული ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სხვადასხვა პროგრამის შესახებ.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და ასევე ეხმარება მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში.
იხილეთ ფოტოები