განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჩატარდა.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას 2000-2002 წელს დაბადებული ბიჭები იღებდნენ.
ჩემპიონი გახდა 46 წონით კატეგორიაში განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ბოლქვაძე.
ლაშას საზეიმო შეხვედრა მოუწყეს მშობლიურ სკოლაში. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლიანა ბოლქვაძემ სიგელი გადასცა და გამარჯვება მიულოცა. ოვაციებით დახვდნენ თანაკლასელები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძეც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.