თბილისში კოვიდის გამო მხოლოდ 1 ბაღია დახურული - ოფიციალური მონაცემები
07-03-2022

მიუხედავად იმისა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პანდემია თითქმის მივიწყებას მიეცა, ფაქტია, ვირუსი არსად გამქრალა, თუმცა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ საქართველოში მკვეთრად იკლო და დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი ათასამდეა, კონკრეტულად კი 910.

არსებული ეპიდვითარება აისახა საბავშვო ბაღებში ინფექციის მაჩვენებელზეც. როგორც Etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული 187 ბაღიდან მხოლოდ ერთია სრულად დახურული; ასევე დახურულია 13 ჯგუფი, კოვიდი კი ბაღების 11 თანამშრომელსა და 7 აღსაზრდელს დაუდასტურდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203