საქართველოში სკოლები ერთი კვირით იხურება - როდის აღდგება სწავლა
07-03-2022
2021-2022 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით ხვალიდან, ერთი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყოს და 14 მარტს დაასრულოს. აღნიშნული ბრძანება არ ეხება კერძო სკოლებს, რომლებსაც შეუძლიათ დასვენების დღეები საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილონ. აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლების ნაწილმა საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყო. 

საგაზაფხულო არდადეგები 14 მარტს დასრულდება და მოსწავლეები სკოლებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის ონლაინ ფორმატი ჰქონდათ არჩეული 15 მარტიდან კვლავ ონლაინით გააგრძელენ, თუკი 10 მარტს - სწავლების ფორმატს არ შეცვლიან.

იხილეთ: 2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203