„გამოსაცდელები მიიღებენ ინფორმაციას...“ - სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს შეხვდება
07-03-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის კიდევ ერთ ღია კარის დღეს მართავს. ამჯერად ონლაინ შეხვედრა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა.  

აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია. გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რა უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს და სხვ.

საინფორმაციო შეხვედრა 10 მარტს, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია  და ეს პროცესი 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დეკემბრის თვიდან იმართება. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირის დასაწყისში განთავსდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203