„გამოცდის გარდა სხვა მეთოდებითაც შეიძლება მასწავლებლების კომპეტენციის შეფასება“ - ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი
07-03-2022
რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის პედაგოგობა, როგორია დისტანციური სწავლების ხარისხი, არის თუ არა განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი - ამ და სხვა საინტერესო თემაზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ნელი სულხანიშვილს ესაუბრა.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისათვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პედაგოგის პროფესია, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან უამრავი ღონისძიებების განხორციელებისა, დიდად მიმზიდველი არ არის, რაც თავის მხრივ კადრების დეფიციტით გამოიხატება.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- კადრების დეფიციტი ნამდვილად არის გარკვეულ საგნობრივ ჯგუფებში.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება? 

- ვფიქრობ, მასალის მოცულობის გამო მასწავლებლები ამ მცირე დროში ვერ შეძლებენ მის სრულყოფილად დამუშავებას, აგრეთვე მიმაჩნია, რომ გარდა გამოცდისა, შესაძლებელია სხვა მეთოდებითაც მოხდეს მასწავლებლების კომპეტენციის შეფასება.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება დიდი გამოწვევა იყო როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის. ბევრი სირთულის მიუხედავად თითოეული მასწავლებელი მაქსიმალურად ცდილობდა მოსწავლისათვის შესაბამისი მასალის მიწოდებას, თუმცა მაინც შეუცვლელია საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი. 

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიამ გვასწავლა სხვისი სიცოცხლის დაფასება და გაფრთხილება, ერთმანეთზე ზრუნვა და უფრო მეტად მობილიზებულები გავხდით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203