4 პუნქტი, რომელიც მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში უნდა იყოს
08-03-2022
დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ჩვეული პროცედურაა და პედაგოგებიც, ბუნებრივია, ხელმოწერამდე დოკუმენტს ყურადღებით კითხულობენ. თუმცა არის 4 პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი. etaloni.ge ამ პუნქტებს გაგაცნობთ:

1. სკოლის დირექტორი აფორმებს შრომითი ხელშეკრულებას შერჩეულ საუკეთესო  კანდიდატთან „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანების შესაბამისად.

2. შრომითი ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოიშობა მასწავლებლის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

4. სკოლის დირექტორი ვალდებულია მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი, რასაც დასაქმებული ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203