14 მარტის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგებია, თუმცა 15 მარტისთვის მოსწავლეებმა თადარიგი უნდა დაიჭირონ სწავლის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
საქმე ის გახლავთ, რომ არდადეგებამდე ონლაინებსა თუ დასწრებითზე დარეგისტრირებული ბავშვები არდადეგების დასრულების შემდეგაც სწავლას მანამდე არჩეული ფორმატით გააგრძელებენ, თუ 10 მარტს ამ მხრივ ცვლილებას არ შეიტანენ.
სწავლის ფორმატის შესაცვლელად კი მოსწავლეებს ვადა 10 მარტის 18:00 საათამდე აქვთ. თუ ცვლილებები „ემისის“ ბაზაში არ აისახება, 15 მარტიდან იმავე ფორმატით ისწავლიან, რომელიც არდადეგებამდე ჰქონდათ არჩეული.