„თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ შემავალი საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული წარმატებით გაიარეს.
ტრენინგ-მოდული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპს ითვალისწინებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა და მერის მოადგილე ლია ზურებიანმა ბაღების თანამშრომლებს ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
„თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ მიმდინარე წელსაც გეგმავს პერსონალის სრული შემადგენლობით გადამზადებას.
იხილეთ ფოტოები: