განახლების საჯარო სკოლაში დაიწყო მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ დაგეგმილი პროქტის „არა, ძალადობას“ განხორციელება
განახლების საჯარო სკოლაში დაიწყო მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ დაგეგმილი პროქტის „არა, ძალადობას“ განხორციელება.
პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპი სტივენ ჩბოსკის ფილმის "საოცრებას" ჩვენება იყო. (პროექტს სკოლის თვითმართველობის თავმჯდომარე მარეხი კოჩალიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დარიკო მელაძის დახმარებით ხელმძღვანელობს)
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ იმსჯელეს ფილმში წამოჭრილ პრობლემებზე. საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია და მნიშვნელოვანი მოზარდებში.სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ მოუწონა ბავშვებს ინიციატივა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი ეტაპების განხორციელებაში.
იხილეთ ფოტოები