ეროვნულ სასწავლო გეგმაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, რომელიც ძალაში 2022 წლის 7 მარტს შევიდა, განისაზღვრა სტანდარტი, თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა „ისტორიისა“ და „საქართველოს ისტორიის“ საგნებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, მოცემულია დანართი, რომელშიც დეტალურად არის მოცემული სტანდარტი რომელის საშუალო საფერურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი ისტორიაში; საგანი „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში.
სტანდარტის საფუძველზე უნდა მომზადდეს ორი კურსი: (1) პირველი მათგანი - „ისტორია“ გულისხმობს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენების/პროცესების შესწავლას და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას; (2) მეორე კურსის - „საქართველოს ისტორია“ ფარგლებში კი აქცენტი კეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე/სიღრმისეულ გააზრებაზე.
სტანდარტში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები.
შინაარსი აღიწერება თემების (ქვეთემების), საკითხების და ქვეცნებების სახით. ეროვნულ სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სავალდებულო თემებს. თემების შესაბამის საკითხებს კი სკოლები თავად ირჩევენ.
თითოეულ თემას ახლავს შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ისინი განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს სწავლა-სწავლების პროცესში. ინდიკატორები დაჯგუფებულია სამიზნე ცნებების მიხედვით.
იხილეთ სტანდარტი სრულად
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა - ჩხენკელის ბრძანება ძალაშია