„კითხვის დღე ბებიასთან ერთად“ - აწყურის საჯარო სკოლაში პროექტი აქტიურად მიმდინარეობს
აწყურის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი „კითხვის დღე ბებიასთან ერთად“. მის ფარგლებში ბებიები მოზარდებს სხვადასხვა ზღაპარს უკითხავენ.
იდეის ავტორების თქმით, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ბებიებთან თანამშრომლობა სკოლაში და ბებიის მიერ წაკითხულ ზღაპარს სრულიად სხვადა ტვირთვა აქვს: საუბარი , აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულ ურთიერთობებს აყალიბებს თაობებს შორის და პოზიტიურ გავლენასახდენს პატარების ფსიქო- ემოციურ განწყობაზე.ყოველივე ეს კი დადებითად აისახება მათი კოგნიტური და სხვა უნარების განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები