როგორც იცით, უკვე მეორე სასწავლო წელია, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არცევის უფლება აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ როგორც დისტანციური, ისე დასწრებითი სწავლების ფორმატი აირჩიონ. 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებიდან მოსწავლეებს ყოველ ხუთშაბათს უფლება აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და აირჩიონ სწავლის სასურველი ფორმატი.
გაგრძელდება თუ არა საგაზაფხულო არდადეგების შემდგომ აღნიშნული ინიციატივა? - ამ კითხვით, emis-ს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს სწავლის ფორმატის შეცვლა 15 მარტის შემდგომაც შეეძლებათ და ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება. რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთშაბათობით კვლავ შეეძლებათ სწავლის სასურველი ფორმატის არჩევა.