სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ოყუჯავა კონკურსის, ''ნახატები ბიბლიურ თემებზე'', მესამე ადგილის მფლობელი გახდა
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები.
სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნანა ოყუჯავა - III ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსი, „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, უკვე მეხუთე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 250-მდე მოსწავლემ.
სულ კონკურსში 400 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა.