განახლდება თუ არა სკოლებში სწავლა 15 მარტს? - არდადეგების დასრულებაზე კომენტარს განათლების სამინისტრო აკეთებს
ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები დასასრულს უახლოვდება. რა ფორმატით განახლდება სასწავლო პროცესი? - ამ კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვთხოვეთ. უწყებაში აცხადებენ, რომ არდადეგები დათქმულ დროს დასრულდება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს 15 მარტს დაუბრუნდებიან, თუმცა კვლავ რჩებათ დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შეგახსნებეთ, რომ საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, აღშსანიშნავია, რომ საგრძნობლად არის შემცირებული დისტანციურ სწავლაზე გადასვლის მსურველთა რიცხვი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ
etaloni.ge - სთვის მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დისტანციურიდან საკლასო ოთახში დაბრუნების მიზნით სისტემის საიტზე
რეგისტრაცია 32 444-მა მოსწავლემ გაიარა.
იხილეთ:
2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია