საჯარო სკოლის დირექტორებს ვადა დღეს ეწურებათ - რა უნდა მოასწროთ 11 მარტის ჩათვლით
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხნეკელის ბრძანებით საჯარო სკოლის დირექტორები ყოველწლიურად წინასწარ საზღვრავენ რამდენი პირველი კლასის მოსწავლის მიღება შეუძლიათ. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისთვის კი მათ კონკრეტულ ვადას მინისტრი უდგენს. 2022-2023 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრისთვის
დირექტორებს ვადა 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით აქვთ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია, პირველკასელთა რეგისტრაციის ვადებიც, რომელიც 4 ეტაპად წარიმართება. რეგისტრაცია 15 მარტიდან იწყება 12 ივლისს მთავრდება. აღსანიშნავია, რომ თითოულ ეტაპისთვის რეგისტრაციის დრო ინდივიდუალურად არის განსაზღვრული.
იხილეთ:
პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან იწყება