სკოლებისთვის საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესებას დეპუტატების ნაწილი ითხოვს
11-03-2022

ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ვერ გაივლის, თუ იგი ეწინააღმდეგება ეროვნულ სასწავლო მიზნებს. ავტორიზაციის შესახებ კანონპროექტი განათლების კომიტეტმა განიხილა, თუმცა დეპუტატების მხრიდან გაიჟღერა ინიციატივამ, რომ აღნიშნულ მიზნებში გარკვევით ჩაიწეროს აკრძალვები - თუ რისი სწავლება არ შეიძლება სკოლაში; მაგალითისთვის დასახელდა მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, ან ზოგადად, ნებისმიერი სახის შუღლის გაღვივება. დეპუტატებმა მოითხოვეს, კანონშივე გაიწეროს, სად გადის სკოლების თავისუფლების ზღვარი.

ამასთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი სისტემა რომელიც ნებისმიერი სახის შუღლის გაღვივებას შეეწინააღმდეგება:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ სისტემა, რომლის მიხედვითაც შუღლის გაღვივების ნებისმიერი მცდელობა იქნება აკრძალული“...

თუმცა ამ ეტაპზე, ეროვნულ სასწავლო მიზნებში, დოკუმენტის დონეზე, მსგავსი აკრძალვები არ ფიქსირდება და მხოლოდ დაშვებებია.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე განათლების კომიტეტი მსჯელობს. პროექტი ითვალისწინებს,
აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას  ავტორიზაციის ინსტიტუტში. კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ეხება:

ა) სკოლის ფილოსოფიას;
ბ) სასკოლო კურიკულუმს;
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;
დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203