საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების წესში განსაზღვრულია რომ სკოლებმა სწავლის მოდელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია რესურსცენტრს კონკრეტული ვადით ადრე უნდა მიაწოდოს.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, დისტანციური სწავლების მოდელს ირჩევს სკოლა და ათანხმებს შესაბამის რესურსცენტრთან შესაბამისი განაცხადის ფორმით. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩევის შემთხვევაში, სკოლა წერილობით მიმართავს შესაბამის რესურსცენტრს სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 დღისა, ხოლო სასწავლო წლის მიმდინარეობისას, არაუგვიანეს 5 დღისა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონულ სინქრონულ, ასევე ასინქრონულ მოდელზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი რესურსცენტრის შუამდგომლობით იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
იხილეთ განაცხადის ფორმა, რომელიც სკოლებმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში უნდა შეავსონ. - განაცხადის ფორმა