სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ლექციების სერია იწყება
12-03-2022
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ლექციებზე ავრცელებს ინფორმაციას. 

„ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად ატარებს პოპულარული ლექციების სერიას თემაზე: „საუბრები მიკრობიოლოგიაზე“.

ლექციების სერია განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მიკრობიოლოგიის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. სამეცნიერო ლექციები ტარდება ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი კითხულობენ დარგის წამყვანი მეცნიერები.

ნინო ჭანიშვილი - ბაქტერიოფაგები და მათი პრაქტიკული გამოყენება

გიორგი მელაშვილი - პარაზიტების გავლენა ადამიანებზე, ცხოველებსა და მცენარეებზე

დავით ფრანგიშვილი - მიკრობების უხილავი სამყარო

ნატა ბაკურაძე - ადამიანის მიკრობიომი

ნინო გაჩეჩილაძე - ინფექციური აგენტები

თამარ ცერცვაძე - იმუნური სისტემა და ვაქცინები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203