ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა დაასრულეს
01-03-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც ანბანის 33-ე ასო "ჰ"-ს შესწავლას მიეძღვნა. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები. მოსწავლეებმა გაკვეთილზე თავი კარგად წარმოაჩინეს. გაიხსენეს განვლილი მასალა და ბოლოს გაეცნენ ქართული ანბანის ბოლო ასო "ჰ"-ს. 

ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ, რადგან მათ უკვე ისწავლეს წერა-კითხვა. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203