მასწავლებლის სახლი სტატუსიანი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს იწყებს. სარეგისტრაციო ფორმა სკოლებს უკვე გადაეგზავნათ.
სტატუსისა და საფეხურის მიხედვით, პედაგოგებს შეუძლიათ აირჩიონ სტატუსით განსაზღვრული საათობრივი ოდენობის შესაბამისი ერთი მოდული, ხოლო ორი-სამი მცირესაათიანი მოდულის არჩევისას, საათების ჯამური ოდენობა, ასევე, არ უნდა აღემატებოდეს სტატუსით განსაზღვრულს (უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი). საათობრივი გადაჭარბების შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული.
ასევე ცნობილია სავალდებულო ტრენინგების საათების რაოდენობა საგნების მიხედვით. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უფროსს, ასევე წამყვან და მენტორ პედაგოგებს. მოდულების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები იწყება - ვადა 16 მარტამდე გაქვთ