„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელები მრავალფეროვან განმავითარებელ და შემეცნებით აქტივობებში მუდამ აქტიურად არიან ჩართულები. ამჯერადაც, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა პატარა და ნიჭიერი აღსაზრდელები საინტერესო აქტივობაში ჩართეს.
პატარებმა დედის დღესთან, 3 მარტთან დაკავშირებით პოლიმერული თიხის დახმარებით ყვავილები გამოძერწეს, შემდეგ კი გააფერადეს და ლამაზი ნამუშევრები საგულდაგულოდ შეფუთეს.
„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარები აქტივობის ფარგლებში დრო მხიარულად გაატარეს და ასევე, ცოდნაც შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები: