ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა - პოპულარულ პროფესიები საქართველოში
20-03-2022
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლისთვის პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა რიცხოვნობა გაზრდილია.
2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 204 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48.9 % ქალია, ხოლო 51.1 % - კაცი. 2020 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 19.2 %-ით.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი (38.3 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (15.2 %), სამერელო-ზემო სვანეთი (11.0 %), იმერეთი (9.9 %), კახეთი (6.3%) და შიდა ქართლი (5.9 %).
2021 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 6 775 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 49.8% ქალია, ხოლო 50.2% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (23.6%), ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის (17.9%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (15.2%) პროგრამებზე.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო.