ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტებს სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ. მართალია, რეგისტრაციის ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა აპლიკანეტებში დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო გრანტი. რამდენი ქულა უნდა აიღონ გრანტის მოსაპოვებლად? - ეს კითხვა აპლიკანტებში აქტუალური სავარაუდოდ მტელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში იქნება.
მართალია, აღნიშნულ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს და მისი მოპოვება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, რამდენი აპლიკანტი აბარებს ერთ პროგრამაზე, როგორია კონკურენცია, რა ქულებს იღებენ სხვა აპლიკანტები და ა.შ. თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, მინიმალური გრანტის მოპოვებისთვის აბიტურიენტმა ყველა ჩასაბარებელ საგანში 60%-იანი ზღვარი მაინც უნდა გადალახონ
მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?- აბიტურიენტის კითხვაზე ნაეკის პასუხი ასეთია:
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.