„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარების ხელით შექმნილი მშვიდობის მტრედები და უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობა
„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარა აღსაზრდელებს პედაგოგები მუდამ ასწავლიან, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.ამჯერად, აღმზრდელებმა პატარები ძალიან მნიშვნელოვან აქტივობაში ჩართეს. ბავშვებმაც თავის მხრივ, უდიდესი მოტივაცია გამოავლინეს.
„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელებმა პედაგოგების დახმარებით „მშვიდობის მტრედები“ გამოჭრეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები დაამზადეს, თუ გააფერადეს.
აქტივობის ფარგლებში პატარებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
იხილეთ ფოტოები: