„სიმეტრია ყველგან და ყველაფერში“ - არლის საჯარო სკოლის X კლასმა მათემატიკის პროექტზე იმუშავა
01-03-2018

არლის საჯარო სკოლის  X  კლასმა მათემატიკის პროექტზე იმუშავა. თემა „სიმეტრია ყველგან და ყველაფერში“ იყო. (პედაგოგი ცირა ვარდიძე)

მოსწავლეებმა ჯგუფებში წარმატებით დაამზადეს ბუკლეტები, პოსტერები, მოამზადეს საპრეზენტაციო სლაიდშოუ, სადაც   წარმოადგინეს სიმეტრიის საინტერესო შემთხვევები ყველა საგნობრივი მიმართულებით და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ორგანიზატორების თქმით, პროექტი წარმატებით განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინდუქციურ- დედუქციური,  მსჯელობის, გეომეტრიული კვლევის, თანამშრომლობის, დაკვირვებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203