რომელი მოსწავლეებისთვის იქნება უფასო მხატვრულ კითხვაზე, გიტარაზე, ცეკვასა და სახვით ხელოვნებაზე სიარული
თბილისის მერიას 2022 წლის სოციალურო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის რამდენიმე ტიპის დაფინანსება აქვს განსაზღვრული. მათ შორის ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე თვეში მაქსიმუმ 40 ლარის ოდენობით ფინანსდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც თითო მოსწავლე თვეში მაქიმუმ 30 ლარით ფინანსდება. ქვეპროგრამები ითვალისწინებს, ბავშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა, ხელოვნების სკოლებში თითო სახეობის არჩევის უფლებით, სწავლების ღირებულების ანაზღაურებას.
ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
ხელოვნების სკოლაში მოსწავლის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს. როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? - მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.• მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
ა) მხატვრული კითხვა - 25 ლარი;
ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება - 30 ლარი;
გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;
დ) ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.
როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? - მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ
ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.