„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ - მცხეთა, ციხისძირის საჯარო სკოლაში ახალ პროგრამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ - მცხეთა, ციხისძირის საჯარო სკოლაში ახალ პროგრამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია: მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენცია და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. SKOPE -ის კომპონენტებია - საგაკვეთილო კურსი "სამართლებრივი კულტურა"; საგამოძიებო საქმიანობა და საბუნებისმეტყველო დარგები (STEM); მცირე გრანტი საკლასო/სასკოლო ინიციატივისათვის და საზაფხულო ბანაკი პოლიციის აკადემიაში.
საგაკვეთილო კურსს - "სამართლებრივი კულტურა" უძღვებიან: სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნინო დოლიშვილი და სამართალდამცავი, შსს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, მარინა კიკალიშვილი.
იხილეთ ფოტოები