„ნაეკი“ სკოლებში საცდელ ტესტირებას ჩაატარებს
27-03-2022

სკოლებში „ნაეკი“ ტესტირებას ატარებს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განმარტა, პროექტი - „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე რეჟიმშია.

„ჩვენ გვინდა, მოსწავლეები შევაფასოთ უფრო ადრე, ვიდრე სკოლას დაამთავრებენ და ვნახოთ, რა უჭირთ, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ. ეს გამოცდები არ არის განმსაზღვრელი ხასიათის - მე-4-6 კლასის მოსწავლეებს შორის ჩავატარებთ ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში; შედეგად კი ამ ინფორმაციას მიიღებს მშობელი, დირექტორი, მასწავლებელი, რათა უკეთესი გავხადოთ სასწავლო პროცესი.

რამდენიმე ათას მოსწავლესთან საცდელი ტესტირება უკვე ჩავატარეთ - ტესტირება იქნება სრულად ელექტრონული, რაც დიდ რესურსს მოითხოვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მალევე ყველა სკოლას შევთავაზოთ პროექტში ჩართვა.

ველით, რომ ეს იქნება საშუალება, ერთად ვიზრუნოთ მოსწავლეთა შედგების გასაუმჯობესებლად; მნიშვნელოვანია, ხარისხიანი სწავლა სწავლების პროცესს ხელი შეეწყოს და ეს იქნება დამატებითი ინფორმაცია სკოლებისთვის“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203