ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლებს შეხვდა
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგად საგანმანათლებლო სკოლების ისტორია - გეოგრაფიის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრას უმასპინძლა მესტიის №2 საჯარო სკოლამ.
შეხვედრის მიზანი იყო მესტიელი პედაგოგებისთვის ასოციაციის საქმიანობის გაცნობა, საზოგადოებრივ დისციპლინათა სწავლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა და ბოლოს, მესტიის №2 სკოლაში ისტორიის კაბინეტის გახსნა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივ დისციპლინათა ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა, ასოციაციის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელები.
ახლადგახსნილ კაბინეტს საჩუქრად გადაეცა კედლის ისტორიული რუკები, სასწავლო კომპაქტ-დისკები, სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურა.დაიგეგმა მომავალი შეხვედრები პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ასევე, მესტიელი პედაგოგების ჩართვა ასოციაციის პროექტებში, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, „საბავშვო არქეოლოგია“, „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა“და სხვა.