როდის შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას მასწავლებლობის მსურველები და აბიტურიენტები?
30-05-2022

გამოცდაზე გამსვლელთათვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი საგამოცდო ბარათია, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში აპლიკანტებისთვის ერთგვარ საშვს წარმოადგენს.

მასზე მითითებულია: მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა გამოსაცდელმა უნდა გაითვალისწინოს.

როდის შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოცდაზე გამსვლელები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აბიტურიენტები და გამოცდაზე გამსვლელი მასწავლებლები ივნისის ბოლოდან შეძლებენ. ბარათის ამობეჭდვას აპლიკანტი პირად სარეგისტრაციო სივრცეში შეძლებს ვებგვერდზე: ONLINE.NAEC.GE .

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე დატანილი ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203